• Home
  • About Us
  • IERG Community Members
  • Programs and Research
  • Teacher Resources
  • Publications/AVs/Web
  • Conferences
  • Workshops
  • Online Store
  • News
  • Links
  • Contact Us
  • What people are saying about Imaginative Education

    It’s great stuff! I was exposed to it through the article in Educational Leadership and I am now reading the book. It makes so much sense! Thank you for your great work! Dave Bell (Texas)

    When I started to use IE several years ago now, that I tried it out in a few lessons here and there, was amazed at the success and then began to look for other areas and subjects in which I could use the Lesson Planning Frameworks and other aspects of the theory. Pamela Hagen.

    I am just back home after a great pro-day and still reeling from all that I learned from your workshop. Pamela Walker (Victoria, B.C.)

    I've been having a great deal of success with IE in the classroom. I taught grade 5 last year using IE-based concepts and had a GREAT year. I'm teaching kindergarten this year and using the concepts again - so far so fabulous! Mary Mulleady, (Teacher, Surrey.)

  • You are here: Home georgia
    Document Actions

    წარმოსახვითი სწავლების არსი

    last modified 2007-08-23 14:15

    Download as Powerpoint

    წარმოსახვითი სწავლების მიმოხილვა

     

    მასწავლებლებთან მათი საქმიანობების შესახებ საუბრისას სამი მნიშვნელოვანი მომენტი იკვეთება:

    მასწავლებლები დაინტერესებულნი არიან, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სასიამოვნო იყოს;

    მასწავლებლებს სურთ, მოსწავლეებმა არა მხოლოდ შეიძინონ ცოდნა, არამედ გაიგონ ცოდნის მნიშვნელობა;

    მასწავლებლები ეხმარებიან მოსწავლეებს ტესტების წარმატებით ჩაბარებასა და აკადემიური მოსწრების დონის გაზრდაში.

    ეს უკანასკნელი ამოცანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ცხოვრებაში, როცა არსებობს მზარდი დამოკიდებულება სტანდარტიზებულ მოსაზრებებზე. წარმოსახვითი სწავლება გვთავაზობს სასწავლო პროცესის ახლებურ გააზრებას, რომელიც შეესაბამება ამ ამოცანებს და გულისხმობს სასწავლო მასალის ირგვლივ მოსწავლეების ემოციებისა და წარმოდგენების დაკავშირებას. ახალი არ არის, რომ ბავშვების აზროვნება უფრო ღრმა და ძლიერია, თუ მათ წარმოსახვებისა და ემოციების გამოხატვის საშუალებას მივცემთ.

    წარმოსახვითი სწავლება გვთავაზობს ისეთ თეორიასა და სწავლების მოდელებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ძირითადი სასწავლო გეგმის ფარგლებშიც. ამ მოკლე ცნობარში ჩვენ შევეცდებით წარმოგიდგინოთ წარმოსახვითი სწავლების ძირითადი არსი, მისი თეორიული საფუძვლები და გააზრების ხუთი ძირითადი სახე, რომელიც წარმოადგენს წარმოსახვითი სწავლების პრაქტიკაში დანერგვის ძლიერ საშუალებას. შევისწავლით აზროვნების საშუალებებს, .. `შემეცნებით იარაღებს. ბოლოს, განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ხუთი სახის გააზრების განვითარება შემეცნებითი იარაღების დახმარებით, რათა ამ გზით სასკოლო საგნები მნიშვნელოვანი და საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებისთვის.

     

    წარმოსახვითი სწავლების საფუძვლები
    (Foundations of Imaginative Education)

     

    წარმოსახვით სწავლებას საფუძვლად ორი თეორია უდევს.

    პირველი არის გამეორების (დასკვნის გაკეთება, შეჯამება, რეზიუმირება) (რეციპიტულატიონ) თეორია, რაც საუკეთესოდაა აღწერილი კიერან იგანის `განსწავლულ გონში~. ნაშრომში ნაჩვენებია, თუ როგორ აყალიბებს კოგნოტური იარაღები ჩვენს შემეცნებას. (ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1997). კულტურის ისტორიის წიაღში შექმნილი შემცნებითი იარაღები წარმოსახვით სწავლებაშია განზოგადებული. მათი საშუალებით მოსწავლეები თავიანთი გონებრივი შესაძლებლობების ეფექტურობას აუმჯობესებენ.

    მეორე კი რუსი ფსიქოლოგის ლევ ვიგოტსკის სოციალური-კულტურული თეორიაა. წარმოსახვითი სწავლება ასახავს მის იდეებს სწავლებისა და წარმოსახვის შესახებ, რომელებიც შემუშავებულია სწავლების პროცესისათვის.

     

    ციტატები

    `ახალი საგანმანათლებლო თეორია (რაოდენ დაუჯერებელი არ უნდა იყოს) სასარგებლოა `განსწავლული გონი~ არის რაღაც ახალი და განსხვავებული დრაივერი, ნიუ იორკ თაიმსი.

    კიერან იგანს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური, მომაჯადოვებელი და ტევადი აზროვნება დღეს განათლების სფეროში.~ ჰოვარდ გარდნერი, ჰარვარდის უნივერსიტეტი.

    `განათლების სისტემაში, ნებისმიერ დონეზე ჩართულ ადამიანს მოაჯადოვებს ეს წიგნი რიჩარდ ფოქსი, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის ბრიტანული ჟურნალი.

    `იგანი გვთავაზობს განათლების მთლიანი პროცესის რადიკალურ ცვლილებას . . . ამ წიგნში ბევრი საინტერესო და ამაღელვებელია მათთვის, ვინც კამათობს, იკვლევს ან ავრცელებს განთლებას~. ენ ფულიკი, ნიუ საიენთისთი.

     

    გააზრების ტიპები: წარმოსახვითი სწავლების საფუძველი
    (Kinds of understanding: the core of Imaginative Education)

     

    წარმოსახვითი სწავლების თეორია დაფუძნებულია გააზრების ხუთ სახეზე, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს შეიმეცნოს სამყარო სხვადასხვა გზით. წარმოსახვითი სწავლების მიზანია თითოეულ მოსწავლეს საშუალება მისცეს განივითაროს გააზრების ხუთი სახე მათემატიკის, სოციალური მეცნიერებებისა და სხვა საგნების სწავლისას. როგორც I ცხრილშია ნაჩვენები, გააზრების ამ სახეებს ახასიათებს გარკვეული თანამიმდევრობა, შეესაბამება ადამიანის ცხოვრების ციკლს და წარმოადგენს მზარდ კომპლექსურ გზას. იმისთვის, რომ დეტალურად ავხსნათ გააზრების ეს სახეები, დავაკვირდეთ სარას ცხოვრებას.

     

    გააზრების სახეები
    სომატური გააზრება (პრელინგვისტური)
    მითიური გააზრება (სიტყვიერი ენა)
    რომანტიკული გააზრება წერითი ენა
    ფილოსოფიური გააზრება (ენის თეორიული გამოყენება)
    ირონიული გააზრება ენის რეფლექსური (გააზრებული) გამოყენება

    ცხრილი 1 გააზრების სახეები და მათი განვითარების თანამიმდევრობა