წარმოსახვითი სწავლების არსი
წარმოსახვითი სწავლების მიმოხილვა
მასწავლებლებთან მათი საქმიანობების შესახებ საუბრისას სამი მნიშვნელოვანი მომენტი იკვეთება:
მასწავლებლები დაინტერესებულნი არიან, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სასიამოვნო იყოს;
მასწავლებლებს სურთ, მოსწავლეებმა არა მხოლოდ შეიძინონ ცოდნა, არამედ გაიგონ ცოდნის მნიშვნელობა;
მასწავლებლები ეხმარებიან მოსწავლეებს ტესტების წარმატებით ჩაბარებასა და აკადემიური მოსწრების დონის გაზრდაში.
ეს უკანასკნელი ამოცანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ცხოვრებაში, როცა არსებობს მზარდი დამოკიდებულება სტანდარტიზებულ მოსაზრებებზე. წარმოსახვითი სწავლება გვთავაზობს სასწავლო პროცესის ახლებურ გააზრებას, რომელიც შეესაბამება ამ ამოცანებს და გულისხმობს სასწავლო მასალის ირგვლივ მოსწავლეების ემოციებისა და წარმოდგენების დაკავშირებას. ახალი არ არის, რომ ბავშვების აზროვნება უფრო ღრმა და ძლიერია, თუ მათ წარმოსახვებისა და ემოციების გამოხატვის საშუალებას მივცემთ.
წარმოსახვითი სწავლება გვთავაზობს ისეთ თეორიასა და სწავლების მოდელებს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ძირითადი სასწავლო გეგმის ფარგლებშიც. ამ მოკლე ცნობარში ჩვენ შევეცდებით წარმოგიდგინოთ წარმოსახვითი სწავლების ძირითადი არსი, მისი თეორიული საფუძვლები და გააზრების ხუთი ძირითადი სახე, რომელიც წარმოადგენს წარმოსახვითი სწავლების პრაქტიკაში დანერგვის ძლიერ საშუალებას. შევისწავლით აზროვნების საშუალებებს, ე.წ. `შემეცნებით იარაღებს. ბოლოს, განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ხუთი სახის გააზრების განვითარება შემეცნებითი იარაღების დახმარებით, რათა ამ გზით სასკოლო საგნები მნიშვნელოვანი და საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებისთვის.
წარმოსახვითი სწავლების საფუძვლები
(Foundations of Imaginative Education)
წარმოსახვით სწავლებას საფუძვლად ორი თეორია უდევს.
პირველი არის გამეორების (დასკვნის გაკეთება, შეჯამება, რეზიუმირება) (რეციპიტულატიონ) თეორია, რაც საუკეთესოდაა აღწერილი კიერან იგანის `განსწავლულ გონში~. ნაშრომში ნაჩვენებია, თუ როგორ აყალიბებს კოგნოტური იარაღები ჩვენს შემეცნებას. (ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1997). კულტურის ისტორიის წიაღში შექმნილი შემცნებითი იარაღები წარმოსახვით სწავლებაშია განზოგადებული. მათი საშუალებით მოსწავლეები თავიანთი გონებრივი შესაძლებლობების ეფექტურობას აუმჯობესებენ.
მეორე კი რუსი ფსიქოლოგის ლევ ვიგოტსკის სოციალური-კულტურული თეორიაა. წარმოსახვითი სწავლება ასახავს მის იდეებს სწავლებისა და წარმოსახვის შესახებ, რომელებიც შემუშავებულია სწავლების პროცესისათვის.
ციტატები
`ახალი საგანმანათლებლო თეორია (რაოდენ დაუჯერებელი არ უნდა იყოს) სასარგებლოა `განსწავლული გონი~ არის რაღაც ახალი და განსხვავებული დრაივერი, ნიუ იორკ თაიმსი.
კიერან იგანს აქვს ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური, მომაჯადოვებელი და ტევადი აზროვნება დღეს განათლების სფეროში.~ ჰოვარდ გარდნერი, ჰარვარდის უნივერსიტეტი.
`განათლების სისტემაში, ნებისმიერ დონეზე ჩართულ ადამიანს მოაჯადოვებს ეს წიგნი რიჩარდ ფოქსი, საგანმანათლებლო ფსიქოლოგიის ბრიტანული ჟურნალი.
`იგანი გვთავაზობს განათლების მთლიანი პროცესის რადიკალურ ცვლილებას . . . ამ წიგნში ბევრი საინტერესო და ამაღელვებელია მათთვის, ვინც კამათობს, იკვლევს ან ავრცელებს განთლებას~. ენ ფულიკი, ნიუ საიენთისთი.
გააზრების ტიპები:
წარმოსახვითი
სწავლების
საფუძველი
(Kinds of understanding:
the core of Imaginative Education)
წარმოსახვითი სწავლების თეორია დაფუძნებულია გააზრების ხუთ სახეზე, რაც ადამიანებს საშუალებას აძლევს შეიმეცნოს სამყარო სხვადასხვა გზით. წარმოსახვითი სწავლების მიზანია თითოეულ მოსწავლეს საშუალება მისცეს განივითაროს გააზრების ხუთი სახე მათემატიკის, სოციალური მეცნიერებებისა და სხვა საგნების სწავლისას. როგორც I ცხრილშია ნაჩვენები, გააზრების ამ სახეებს ახასიათებს გარკვეული თანამიმდევრობა, შეესაბამება ადამიანის ცხოვრების ციკლს და წარმოადგენს მზარდ კომპლექსურ გზას. იმისთვის, რომ დეტალურად ავხსნათ გააზრების ეს სახეები, დავაკვირდეთ სარას ცხოვრებას.
| გააზრების სახეები |
| სომატური გააზრება (პრელინგვისტური) |
| მითიური გააზრება (სიტყვიერი ენა) |
| რომანტიკული გააზრება წერითი ენა |
| ფილოსოფიური გააზრება (ენის თეორიული გამოყენება) |
| ირონიული გააზრება ენის რეფლექსური (გააზრებული) გამოყენება |
ცხრილი 1 გააზრების სახეები და მათი განვითარების თანამიმდევრობა
Download as Powerpoint